//
მსოფლიოს ყველაზე ფეშენებლური საავადმყოფო

დღესდღეობით პლანეტის ყველაზე ელიტარულ და ვარსკვლავურ საავადმყოფოდ აღიარებულია Cedars-Sinai Medical Center, სიტყვა-სიტყვით თუ გადმოვთარგმნით, „სამედიცინო ცენტრი კედრები-სინა“.საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას, შეკითხვაზე „ურჩევთ თუ არა თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს, რომ სამედიცინო მომსახურებისათვის „Cedars-Sinai“-ს მიმართოს, რესპოდენტთა  80%-მა უპასუხა: „აუცილებლად ვუჩევ“.

Cedars-Sinai Medical Center

Cedars-Sinai Medical Center

საავადმყოფო ჰოლივუდში მდებარეობს და მისი პაციენტები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან. აქ გაიკეთა ბრმა ნაწლავის ოპერაცია მერლინ მონრომ და თიაქრის ოპერაცია – მადონამ. აქ მკურნალობდნენ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე  ფრენკ სინანტრა, პატრიკ სვეიზი, რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი. აქ იმშობიარა ვიქტორია ბექჰემმა, კორტნი კარდაშიანმა, ჯესიკა სიმპსონმა, ქეით ჰუდსონმა, პენელოპა კრუზმა, პინქმა… ამის გამო კინოვარსკვლავების ახალშობილებს ხუმრობით „კედრებსაც“ უწოდებენ ხოლმე. მოკლედ, ჰოლივუდის ვარსკვლავების ჯამრთელობის ისტორია „Cedars-Sinai“-ში იწერება.

განსაკუთრებული ფუფუნებით გამოირჩევა სამშობიარო განყოფილება. მელოგინეთა პალატები მერვე სართულზეა განლაგებული. სულ ოთხი „ლუქსი“ პალატაა, სამ-სამი ოთახით და ორ-ორი სააბაზანოთი. საუკეთესო შეფ-მზარეულის მომზადებული კერძებით გამასპინძლება შესაძლებელია პალატაშიც და საავადმყოფოს რესტორანშიც. როგორც ამბობენ, ვარსკვლავი მშობლები და მათი ნებიერი ახალშობილები აქ თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. კომფორტი, რომელსაც საავადმყოფო თავის პაციენტებს სთავაზობს უპრეცენდენტოა. მაგალითისათვის, მედპერსონალის ავტომანქანების სადგომზე პარკინგის უფლება ან იმავე შესავლელებით სარგებლობა, საიდაც ექიმები მოძრაობენ, მხოლოდ ვარსკვლავების პრივილეგიაა. თუმცა პირადი დაცვა არ დაიშვება არავისათვის. ლუქს-პალატები დღეში 3,800 აშშ დოლარი ჯდება და ისინი დაჯავშნულია თითქმის იმავე დღიდან, როდესაც ვარსკვლავი დარწმუნდება, რომ დედა უნდა გახდეს. (ჰოლივუდთან კავშირები იხილე აქ).

ისტორია

2. Cedars-Sinai Medical Centerსამედიცინო ცენტრის „Cedars-Sinai“ შექმნისა და განვითარების ისტორია იწყება 1902 წლიდან, როდესაც ბიზნესმენმა კასპარ კონიმ ლოსანჟელესშიგაიხსნა 12 საწოლიანი საავადმყოფო ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. საავადმყოფო  განთავსებული იყო ორ-სართულიან ვიქტორიანულ შენობაში. საავადმყოფოს ბიზნესი სწრაფად განვითარდა, დაარსებიდან ოთხ წელიწადში უფრო დიდ შენობაში გადავიდა და 50-საწოლიანი გახდა, ხოლო 25 წლის შემდეგ მრავალ-პროფილურ 280-საწოლიან სამედიცინო დაწესებულებად გადაიქცა. ამ დროისათვის სახელიც შეიცვალა და Cedars of Lebanon (ლიბანის კედრები) ეწოდა. ბიბლიის თანახმად ლიბანის კედარი იყო სოლომონის ტაძრის ერთ-ერთი საშენი მასალა. კონის ჰოსპიტალის გარდა, ლოს ანჟელესში კიდევ არსებობდა ბიქურ კოლიმის თაოსნობით გახსნილი დავრდომილთა თავშესაფარი (1918წ.). თავშესაფარი თავდაპირველად ორ ოთახში იყო განთავსებული, მაგრამ შემოწირულობების წყალობით სწრაფად განვითრდა და რამდენიმე წელიწადში ზოგადი პროფილის 50-საწოლიან საავადმყოფოდ გადაიქცა, ასევე ბიბლიური სახელწოდებით Mount Sinai Hospital („სინას მთის საავადმყოფო“ ქართულად). (ისტორია იხილე აქ).

„ლიბანის კედარისა“ და „სინას მთას“ საქველმოქმედო საავადმყოფოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობაში. თუმცა მათ ისტორიაში ყოფილა ფინანსური კრიზისების დროც, როდესაც პაციენტებს მკურნალობის ხარჯები თავად უნდა დაეფარათ ხოლმე. ნახევარსაუკუნოვანი ფუნქციონირების თავზე, 1961 წელს, ეს ორი ებრაული საავადმყოფო ერთმანეთს შეერწყა და Cedars-Sinai Medical Center  ეწოდა. გაერთიანებულ საავადმყოფოს აღარასოდეს შექმნია ფინანსური პრობლემა, მეტიც, დღეს ის მსოფლიოს ყველაზე მდიდრული  საავადმყოფოა. აქ 24 საათიანი ჰოსპიტალიზაცია საშუალოდ $920 აშშ დოლარი ჯდება, ხოლო ექიმის წლიური ხელფასი $120 000- 285 000 ამერიკული დოლარის ფარგლებში მერყეობს. საავადმყოფო ბევერლი ბულვარზე არტ დეკოს სტილის შენობაშია განთავსებული და მთლიანობაში თითქმის 100 000 კვ.მ. ფართობს მოიცავს. (არქიტექტურა და დიზაინი იხილე აქ ან ვიდეოზე).

3. Cedars-Sinai Medical Centerსაავადმყოფოს ჰოლებში, კორიდორებში, ექიმის ოფისებსა და დელუქს პალატებში გამოფენილია ცნობილი მხატვრების, მოქანდაკეების და ფოტოგრაფების ნამუშევრები. ნახატებს შორისაა პაბლო პიკასოს, ენდი უორჰოლის, დევიდ ჰოკნის, ჯექსონ პოლოკის და სხვათა ტილოები. საავადმყოფოს მფლობელობაშია თითქმის 4 000 ხელოვნების ნიმუში, რომლებიც განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს უქმნის ამ მომუშავე ადამიანებს, პაციენტებსა და მათ მნახველებს.  (ჰოსპიტალის კოლექციის შესახებ იხილე აქ და აქ).

წარმატების პარამეტრები

4. Cedars-Sinai Medical Centerდღეისათვის მსოფლიოს ყველაზე გლამურული სამედიცინო ცენტრი, შეიძლება ითქვას, ერთი საუკუნის მანძილზე იქმნებოდა. მისი პირველი პაციენტები დავრდომილები და უპოვარები იყვნენ, ახლა კი ყველაზე მდიდარ და განთქმულ ადამიანებს ემსახურება. უცვლელი დარჩა ორიგინალური მისია – საავადმყოფო დღემდე რჩება არაკომერციულ ორგანიზაციად, რომელიც შემოწირულობებით არსებობს. მაგალითად, 2012 წელს „Cedars-Sinai“-ს შემოწირულობამ 640 მილიონი დოლარი შეადგინა. შემომწირველთა და ქომაგთა ჯგუფი 15 000 მუდმივ წევრს ითვლის. ფინანსების მოზიდვაში გამორჩეულად დიდი წვლილი მიუძღვით ჯეკ ლეიმონს, სტივენ სპილბერგს, ბარბრა სტრეიზანდს, დევიდ ბექჰემს, ასევე კომპანიებს Max Factor და 20th Century Fox.

ფაქტები და ციფრები

მდებარეობა: ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ 
მთლიანი ქონება: $3,7 მილიარდი დოლარი (2011წ.) 
ბიზნესი: არაკომერციული, შემოსავლის წყარო - შემოწირულობები 
ტიპი: ჰოსპიტალური და ამბულატორიული მკურნალობა, საოჯახო მედიცინა, დიაგნოსტიკა, სამედიცინო კვლევები 
პროფილი: მულტიპროფილური (ქირურგია, ინტენსიური თერაპია, კარგიოლოგია, ტრავმატოლოგია, 
მენაობა-გინეკოლოგია, შინაგანი სნეულებები, ონკოლოგია, ფსიქიატრია) 
საწოლი:  930
ფართობი: 100 000 კვ.მ. 
საშუალო ფასი: $912 /ერთი დღე-ღამე 
პერსონალი: 10 000 თანამშრომელი, მათ შორის: 2 000 ექიმი, 2 500 ექთანი, 2 000 მოხალისე.
2012 წლის სტატისტიკა (პაციენტი)
ჰოსპიტალიზაცია - 50 000
ამბულატორია - 647 000
ქირურგიული ჩარევა - 17 000
სასწრაფო-გადაუდებელი მკურნალობა - 81 000
მშობიარობა - 7 000
გულის ტრანსპლანტაცია - 100

წყაროები

5. Cedars-Sinai Medical Center1. ჰოსპიტალის ვებსაიტი;

2. ჰოსპიტალის ისტორია;

3. ჰოლივუდთან კავშირები;

4. რეიტინის მაჩვენებლები;

5. საავადმყოფოს ტექნიკური მონაცემები;

6. არქიტექტურა და დიზაინი;

7. ხელფასები და 8. ფინანსური მაჩვენებლები

 

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

დატოვე კომენტარი

წინა ჩანაწერები

Goodreads