//
you're reading...
ჩანაწერები

დოვლათიანობის ინდექსი


ლეგატუმ ინსტიტუტის მიერ გამოთვლილი ქვეყნების დოვლათის ინდექსი საშუალებას იძლევა,
დავაკვირდეთ, შევაფასოთ და გავაანალიზოთ ქვეყნის განვითარება, მოქალაქეთა კეთილდღეობისა და დოვლათიანობის დინამიკა. დოვლათის ინდექსის  შემადგენელია: ეკონომიკური, ბიზნეს გარემოს, სახელმწიფო მართვის, განათლების, ჯანდაცვის სისტემის, უსაფრთხოებისა და დაცულობის, პიროვნების თავისუფლების, სოციალური კაპიტალის, ბუნების დაცვის კომპონენტები.legatum-index-georgia

2016 წლის რეპორტი ასახავს მსოფლიოს 149 ქვეყნის დოვლათის ინდექსს, სადაც საქართველო 84-ე ადგილზეა განთესილი. საქართველოს კარგი მონაცემები აქვს განათლების კომპონენტებში. ძალიან ცუდი მდგომარეობაა სოციალური კაპიტალისა და ბუნების დაცვის კომპონენტში. დანარჩენ კომპონენეტებში, როგორიცაა  სახელმწიფო მართვა, ბიზნეს გარემო, უსაფრთხოება და დაცულობა, პიროვნების თავისუფლება, ეკონომიკა და ჯანდაცვა  მეტ-ნაკლებად საშუალო მდგომარეობაა (ქვემოთ იხილეთ რეიტინგული ცხრილის ფრაგმენტი).

ჯანდაცვის სისტემის კომპონენტი

ლეგატუმის რეიტინგულ სიაში ჟანდაცვის სისტემის კომპონენტში ქვეყნების საუკეთესო ტოპ-ათეული, რეგიონის ქვეყნები და საქართველო ასე გამოიყურება:

1. ლუქსემბურგი, 2.სინგაპური, 3. შვეიცარია, 4. იაპონია, 5. ჰოლანდია, 6. შვედეთი, 7. ჰონკონგი, 8. ავსტრალია, 9. ისრაელი, 10 გერმანია….

52. თურქეთი, 76. აზერბაიჯანი, 96. საქართველო, 100. სომხეთი, 101. რუსეთი, 103. მოლდოვა, 111. უკრაინა …

legatum-index-2016

დისკუსია

დისკუსია დახურულია.

წინა ჩანაწერები

Goodreads